ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი ეუთო-ს სამომავლო გეგმებს, ევროპის უსაფრთხოების გარემოსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

„მხარეებმა ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს მნიშვნელოვან და აქტიურ როლზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმის თაობაზე, რომ საქართველომ 2027 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე შეიტანა განაცხადი.

ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შემთხვევაში ეუთო-ს საქმიანობა უფრო სასარგებლო და ეფექტიანი გახდება.ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საპარლამენტო დღის წესრიგზე ისაუბრა.ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, იან ბრატუსთან. მასთან შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები იყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა