რობერტ ფიცო - თუ კიევი ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, მაშინ სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს

თუ კიევი ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, მაშინ სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

რობერტ ფიცოს თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით ორშაბათამდე არ განაახლებს, მაშინ ის „შესაბამის სლოვაკურ კომპანიებს დაავალებს, უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს შეაჩერონ“.

„თუ ზელენსკის მიაჩნია, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის ძალიან ცდება“, - განაცხადა ფიცომ.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა