სალომე ზურაბიშვილი - საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების პასიურ ობიექტად იქცა - საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი

საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების პასიურ ობიექტად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, რაც შეეხება აშშ-სა და ევროპას, საქართველო რუკიდან გამქრალია და ეს დიდ შეშფოთებას იწვევს. რუკიდან გაქრობა საქართველოსთვის როგორც რეგიონში, ისე რეგიონის მიღმა, თავისი ისტორიული როლის გაქრობას ნიშნავს. რუსეთი კვლავ ჩვეულ სტილში იქცევა. ის აკონტროლებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ კანონებსაც, რომლებსაც იღებენ. სანქციების გვერდის ავლაც უფრო ხშირი გახდა. ისინი ქართულ პორტს რუსული ნავთობისთვის იყენებენ, რაც საბოლოოდ ევროკავშირის მიერ იდენტიფიცირებულია. რუსეთი ბოლომდე არასდროს დაკმაყოფილდება, მაგრამ მან იპოვა ახალი სტრატეგია იმისა, თუ როგორ გააკონტროლოს სახელმწიფო უკრაინის მსგავსი ძვირადღირებული სამხედრო შეჭრის გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რა სურს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გააკეთონ, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართველებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნონ“.

„ვნახეთ, რომ ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები და მზად არის ისინი ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს. თუმცა, არის დამატებით რაღაცები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. საქართველოში არსებული ვითარების უკეთ წარმოსაჩენად, მხარი უნდა დაუჭირონ იმ დიპლომატებს, რომლებმაც თანამდებობა ევროპულ გზაზე სვლის შეჩერებასთან დაკავშირებით პროტესტის გამო დატოვეს. შეიძლება ამ ადამიანებს ბრიუსელში ანალიტიკური ცენტრის შექმნაში დაეხმარონ, რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივაზე იმუშაონ, როგორც კი ქვეყანა სწორ გზაზე დაბრუნდება. ასევე, მხარდაჭერა უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის და ახალგაზრდა სტუდენტებისთვის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა