თემაზე - „გაძვირებული საქართველო და სოციალური კრიზისი“, დისკუსია გაიმართა - მონაწილეებმა ფასებთან დაკავშირებით რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავეს

საკვები პროდუქტების, საწვავის, მედიკამენტების, კომუნალური და სახელმწიფო სერვისების ფასებთან დაკავშირებით, სასტუმრო „სვის ოტელ თბილისში“ ექსპერტებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა.

დისკუსიის თემა „გაძვირებული საქართველო და სოციალური კრიზისი” იყო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, განხილვისას ყურადღება „ქვეყანაში ფასების ზრდასა და მის რეალურ მიზეზებზე გამახვილდა“.

„2012 წლიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა საკვები პროდუქტების, საწვავის, მედიკამენტების, კომუნალური და სახელმწიფო სერვისების ფასები. მოსახლეობის რეალური შემოსავლები ვერ ეწევა ამ ზრდას, რაც ქმნის სოციალურ დაძაბულობას, ზრდის სიღარიბის დონეს და ამცირებს საშუალო ფენის შესაძლებლობებს. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა პენსიონერებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები - რა რეალური ფაქტორები იწვევს ფასების ზრდას საქართველოში; მონოპოლიების და ოლიგოპოლიების გავლენა ბაზარზე; სახელმწიფო რეგულაციების ეფექტიანობა; ეროვნული ვალუტის, იმპორტდამოკიდებულების და გადასახადების როლი ფასების ფორმირებაში;

ასევე, ცალკე ყურადღება დაეთმო ხელისუფლების მიერ შექმნილი „ფასების შემსწავლელი კომისიის“ მუშაობას, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში აღიქმება როგორც პოლიტიკური ფარსი. კომისია ვერ პასუხობს მთავარ კითხვებს – რატომ გაძვირდა ცხოვრება, ვინ არის პასუხისმგებელი და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პრობლემის რეალური გადაწყვეტის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს ერთჯერადი და პოპულისტური ნაბიჯებით ყურადღების გადატანას.

დისკუსიის მიზანი პროფესიული და საჯარო დიალოგის დაწყება იყო, რომელიც დაფუძნებული იქნება ფაქტებზე, მონაცემებზე და ეკონომიკურ ანალიზზე. ასევე, შემუშავდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც წარედგინება საზოგადოებას, როგორც გამოსავლის რეალური გზა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა