ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში იმართება

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით, ლოზუნგით - „დაიცავი განათლება“ საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, სადაც თსუ-ის პირველი კორპუსიდან გამართული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერი აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოს, ამერიკის, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

დემონსტრანტები მარშით რუსთაველის გამზირზე მივლენ, უწყვეტი აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა