დონალდ ტრამპი - ყველა ქვეყნისთვის ტარიფებს 10%-დან 15%-მდე გავზრდი

ყველა ქვეყნისთვის ტარიფებს 10%-დან 15%-მდე გავზრდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„განხილვის ბევრი თვის შემდეგ, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გუშინდელი სასაცილო, ცუდად დაწერილი და განსაკუთრებით ანტი-ამერიკული გადაწყვეტილების ყოვლისმომცველი, დეტალური და სრული გადახედვის შემდეგ, გთხოვთ, ეს განცხადება იმის დასტურად ჩათვალოთ, რომ მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ გავზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფებს ქვეყნებისთვის, რომელთაგან ბევრი ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს პასუხის გარეშე „ძარცვავდა” (სანამ მე არ მოვედი!), სრულად დაშვებულ და იურიდიულად დატესტილ 15%-მდე”, - წერს ტრამპი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა