ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელში არსებულ მიწის ნაკვეთებზე რიგი საინვესტიციო პროექტი უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ინვესტორმა ვალდებულებები არ შეასრულა. მოსახლეობა აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები ჯერ კიდევ 2006 წელს გადაეცა კომპანია Silk Road Group-ს, რომელსაც ტერიტორიების განვითარება უნდა უზრუნველეყო.

მოსახლეობა მიუთითებს, რომ მსგავსი მდგომარეობაა აჭარის სანაპირო ზოლის სხვა ტერიტორიებზეც, რომლებიც იმავე ჯგუფის მფლობელობაშია.

„მოქალაქეები სვამენ კონკრეტულ კითხვებს: რატომ არ იქნა მოთხოვნილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება? ამოქმედდა თუ არა სანქციები ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში? განიხილავს თუ არა სახელმწიფო ხელშეკრულების გადახედვას ან შეწყვეტას? შესაძლებელია თუ არა მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება, თუ დარღვევები დადასტურდება?

მოსახლეობის პოზიციით, თუ ინვესტორმა ვერ ან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმები - მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების დაბრუნების პროცედურა.

ისტორიული საკუთრების საკითხი კვლავ მოუგვარებელია და სახელმწიფო ვალდებულია სამართლიანად დაასრულოს წარსულში დაწყებული პროცესები.

კონკრეტული პასუხების არარსებობის შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და შესაძლოა მიიღოს დამატებითი სამართლებრივი ფორმებიც.

სოფელ ბობოყვათის მიწების საკითხი კვლავ ღიად რჩება. ადგილობრივები სახელმწიფოსგან არა დაპირებებს, არამედ ქმედით გადაწყვეტილებებს ელოდებიან”,- აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა