დონალდ ტუსკი - ორბანმა უკრაინისთვის ევროპული დახმარება დაბლოკა, გამოიცანით, ვის უხარია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უნგრეთის მხრიდან ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის დაბლოკვას ეხმაურება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტუსკი ასევე ახსენებს ოპოზიციური პარტიის -„კანონი და სამართლიანობა“- უარს ევროპული თავდაცვის გაძლიერების გეგმის მხარდაჭერაზე, რომელიც პოლონეთის გადაიარაღებისთვის 40 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს.

„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა უკრაინისთვის ევროპული დახმარება დაბლოკა, ხოლო კაჩინსკი ცდილობს დაბლოკოს SAFE, რომელიც თავდაცვისა და პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსების საშუალებას წარმოადგენს. გამოიცანით, ვის უხარია ეს“, - წერს ტუსკი.

შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გუშინ განაცხადა, რომ უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა.

„ჩვენ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება“, - დაწერა სიიარტომ X-ზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა