მედია - რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით კიევზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალი და ბავშვი დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ორი დაშავებული, ქალი და ბავშვი, დედაქალაქის გარეუბნიდან კიევის საავადმყოფოში მოათავსეს“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

წინასწარი ინფორმაციით, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კერძო საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე MiG-31K ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის აფრენის გამო, მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა