სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე - იმედია, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს გაიგებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი.

„ჯარედთან ერთად ორივე მხარეს რამდენიმე წინადადება წარვუდგინეთ, რომელიც მათ მომდევნო სამ კვირაში ერთად შეკრებს და შესაძლოა, ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის სამიტითაც კი დასრულდეს“, - აღნიშნა უიტკოფმა.

მისი თქმით, სამიტს, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწროს.

„შესაძლოა, ეს იყოს სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ [დონალდ ტრამპის] მონაწილეობით. უნდა ვთქვათ, რომ მას არ სურს შეხვედრაზე მოსვლა, თუ არ იგრძნობს, რომ შეუძლია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საუკეთესო შედეგის მიღება. და თქვენ იცით, რომ მას ამის გაკეთების უნიკალური უნარი აქვს. იმედია, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს გაიგებთ“, - განაცხადა უიტკოფმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა