ლაშა ფარულავა - ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს - კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე

ჩვენი შეთავაზება ძალიან მარტივია - ყველას მინუს ივანიშვილი - კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ოპოზიციის გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ერთიანობა მნიშვნელოვანია არა, როგორც ფურცელზე ხელმოწერა, არამედ, როგორც საშუალება, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია იმისთვის, რომ „ბრძოლა ფინიშზე გავიდეს“.

„ჩვენი შეთავაზება ძალიან მარტივია - ყველას მინუს ივანიშვილი. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა. ერთიანობა მნიშვნელოვანია არა, როგორც ფურცელზე ხელმოწერა, არამედ როგორც საშუალება, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომ ჩვენი ბრძოლა ფინიშზე გავიდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა