ანდრეი სიბიგა - გააწანით სილა  რუსეთს მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი - რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

რუსეთი აგრძელებს დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას ტერორისტული მასობრივი თავდასხმებით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ღამის განმავლობაში, ათობით ზებგერითი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით „შაჰედის“ ტიპის დრონი, თავს დაესხა უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოსახლეობას. არის მსხვერპლი და დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები.

„ეს ტერორი არ შეიძლება ნორმალიზდეს, ის უნდა შეჩერდეს. რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, ისევე, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას საკმარისი ბერკეტები აქვს პუტინის შესაჩერებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ეკონომიკა ისედაც ცუდ მდგომარეობაშია.

„გააწანით სილა რუსეთს მართლაც მკაცრი სანქციებით: შეუზღუდეთ მას ენერგეტიკულ შემოსავლებზე წვდომა, სანქციების თავიდან აცილების სქემები და ტექნოლოგიები - და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ეს ომი“, - წერს სიბიგა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა