„თალიბანის“ ცნობით, პაკისტანის თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა

პაკისტანი აცხადებს, რომ ავღანეთში შეიარაღებული მებრძოლების სამიზნეებზე იერიშები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პაკისტანის ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, დარტყმები მოიცავდა „დაზვერვის მონაცემებზე დაფუძნებულ შერჩევით სამიზნეებს - შვიდ ტერორისტულ ბანაკსა და თავშესაფარს“ ავღანეთის საზღვარზე.

უწყების ცნობით, მათ აქვთ მტკიცებულება, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე ბოლო დროს მომხდარი თავდასხმები პაკისტანის „თალიბანმა“ ავღანეთში მყოფი ხელმძღვანელების მითითებებით განახორციელა.

ავღანეთის მმართველი „თალიბანის“ მთავრობის ინფორმაციით, შაბათს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულ და დაშავებულ ათობით ადამიანს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და რომ შესაფერის დროს შესაბამისი და გაზომილი რეაგირება ექნებათ.

ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პაკისტანის ელჩი უწყებაში დაიბარეს ავღანეთის საჰაერო სივრცის დარღვევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გამო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა