საფრანგეთი, ულტრამემარჯვენე აქტივისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული კომენტარების გამო, აშშ-ის ელჩს იბარებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, საფრანგეთში აშშ-ის ელჩს ჩარლზ კუშნერს უწყებაში დაიბარებს.

„ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ პოლიტიკურ ოპორტუნიზმს ამ დრამასთან დაკავშირებით, რომელიც ფრანგული ოჯახის დანაკარგს წარმოადგენს“, - განაცხადა მან ფრანგულ მედიასთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტი კვენტინ დერანკი რადიკალ მემარცხენე აქტივისტებთან მომხდარი ჩხუბის დროს ცემის შედეგად გარდაიცვალა.

საფრანგეთში აშშ-ის საელჩომ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ განაცხადეს, რომ მომხდარს აკვირდებიან და რომ ძალადობრივი რადიკალური მემარცხენე მოძრაობა იმპულსს იძენს და საზოგადოებრივ საფრთხედ უნდა ჩაითვალოს.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფრანგი მოსამართლის, ნიკოლა გილუს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხსაც წამოჭრის. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ზომები ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ავტონომიასა და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე თავდასხმაა.

გაზეთმა Tribune-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერა და ბრეტონისა და გილუს წინააღმდეგ სანქციების მოხსნა სთხოვა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე