ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - რუსეთის იმპერიული ამბიციები უკრაინით არ მთავრდება და მთელი ევროპისკენაა მიმართული

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის რუბენ ბრეკელმანსის განცხადებით, რუსეთის აგრესია მთელ ევროპის კონტინენტს უქმნის საფრთხეს.

„ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთი და იმავე რუსული აგრესიის წინაშე ვდგავართ - და რუსეთის იმპერიული ამბიციები უკრაინით არ მთავრდება და მთელი ევროპისკენაა მიმართული. ისინი არა მხოლოდ გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობენ, არამედ დანარჩენი ევროპის დასუსტებას და ჩვენს გაყოფას ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით“, - აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

ბრეკელმანსის თქმით, უკრაინა ამჟამად მთელი კონტინენტის თავისუფლებას იცავს და ამისთვის ყველაზე მაღალ ფასს იხდის. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინელების მადლიერები უნდა იყვნენ და არა პირიქით.

ბრეკელმანსის თქმით, ნიდერლანდების ახალი მთავრობა გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას და მომდევნო რამდენიმე წელზე გავლილი შესაბამისი თანხები უკვე გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ამიტომ, უკრაინას შეუძლია მომდევნო წლებში ნიდერლანდების იმედი ჰქონდეს და რუსეთს შეუძლია დაინახოს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა