ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში შუა ხნის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში შუა ხნის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მინის კონსტრუქცია დაეცა.

მიღებული მძიმე დაზიანების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა