გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა - ფანტაზიაში რამდენიც უნდათ იმდენი ინავარდონ, ააგონ კოშკები და გაურკვეველ მოწინააღმდეგეებს ებრძოლონ

„ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა - ფანტაზიაში რამდენიც უნდათ იმდენი ინავარდონ, ააგონ კოშკები და გაურკვეველ მოწინააღმდეგეებს ებრძოლონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ფილიალებით, მათივე მხარდამჭერებმა გაიყვანეს პოლიტიკური ველიდან.

„თუ მხედველობაში არის „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს მითები და ზღაპრები დასრულებულია. ახლა თუ კიდევ რამე ახალ მითს და ზღაპარს მოიგონებენ, ეს მათი ფანტაზიის სფეროა. ფანტაზიაში რამდენიც უნდათ იმდენი ინავარდონ, იქ არავინ არაფერს დაუშლის, ააგონ კოშკები და ებრძოლონ რაღაც გაურკვეველ მოწინააღმდეგეებს. ეს არის ის მოცემულობა, როდესაც მათი ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა. მათმა მხარდამჭერებმა, პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ველიდან გაიყვანეს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი გარკვეულ შეთანხმებაზე მუშაობს. როგორც ისინი ამბობენ, დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, დეტალები კი საზოგადოებისთვის ცნობილი პარტიებს შორის შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ გახდება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი