სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო დააბრუნოს რუსეთის სრული პოლიტიკური მმართველობის ქვეშ - შალვა პაპუაშვილის მხრიდან იუნკერებზე საუბარი ცინიზმი და იუნკერთა ხსოვნის შეურაცხყოფაა

„ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო დააბრუნოს რუსეთის სრული პოლიტიკური მმართველობის ქვეშ და გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუნკერების ხსოვნისადმი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაწერილს პოსტს.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, იუნკერებზე შალვა პაპუაშვილის მხრიდან საუბარი ცინიზმი, საქართველოს მოქალაქეების დაცინვა და იუნკერთა ხსოვნის შეურაცხყოფაა. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დღეს რუსეთის დავალებით მართავს.

„ეს რეჟიმი ქვეყანას მართავს რუსეთის დავალებით, რუსეთის დღის წესრიგის შესასრულებლად და არის, ფაქტობრივად, სულიერი მემკვიდრე სწორედ იმ ხალხის, ვინც 20-იან წლებში გაანადგურა საქართველო, მათ შორის იზიარებენ იმ განწყობას, რომ საქართველომ დამოუკიდებლად, სუვერენულ, ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ამას ფიქრობდნენ სწორედ მარო მაყაშვილის მკვლელები. ცხადია, რომ ეს ხალხი ისტორიას სწორად ვერასდროს შეაფასებს იმიტომ, რომ ისინი თავად დგანან დღეს ისტორიის არასწორ მხარეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს