ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკურ მრჩეველს შეხვდა

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარესა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკურ მრჩეველს შორის გაცნობითი ხასიათის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ყანდაშვილმა ალექსანდრა შეფარდს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.

„ელჩის მრჩეველმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.

თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა სტუმარს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მან ასევე ის მნიშვნელოვანი პროგრამები და ინიციატივები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებას ასოციაცია ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნით გეგმავს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მზადყოფნა დაადასტურეს და მომავალში ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი