ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვმდგარიყავით მუხლებზე და  ახლაც უნდა ვიდგეთ მუხლებზე - ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა და ამ ქვეყნის გმირების ღვაწლის გაუფასურება

ყველა მეფე, ყველა ქართველი გმირი, რომელსაც ოდესმე ხმა ამოუღია ან უბრძოლია ამ ქვეყნის მტრებთან, ამათთვის [„ქართული ოცნებისთვის”] ყველა არის მტერი, ყველა! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურა ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება იმ გმირების ღვაწლის გაუფასურება, რომლებმაც საქართველოს სიცოცხლე შესწირეს.

„პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ ამათი გადმოსახედიდან საქართველოს ისტორია თავიდან ბოლომდე არის ხელახლა გადასაწერი. ყველა მეფე, ყველა ქართველი გმირი, რომელსაც ოდესმე ხმა ამოუღია ან უბრძოლია ამ ქვეყნის მტრებთან, ამათთვის ყველა არის მტერი, ყველა! ანუ ესენი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვმდგარიყავით მუხლებზე მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში და ახლაც უნდა ვიდგეთ მუხლებზე, რომ ეს არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა, ვითომ ეს გადაგვარჩენს და ვითომ ასე გადავრჩებით, რაც არის ამ ქვეყნის ისტორიის გადაწერის მცდელობა და ამ ქვეყნის გმირების, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ამ ქვეყანას, ამ ღვაწლის გაუფასურება. პირდაპირ ამბობენ, ვიღაცები აღარ მალავენ, პაპუაშვილი შეიძლება ბორძიკობს და ეშინია, რომ ივანიშვილის გარეშე რამე ისეთი ზედმეტი არ წამოსცდეს, მაგრამ ვიღაცები ამას პირდაპირ, ღიად ლაპარაკობენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს