შალვა პაპუაშვილი - სოციალურად დაუცველთა ბაზის ობიექტური განსჯა მოხდება - ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალური მიდგომით იქნება მიღებული

სოციალურად დაუცველთა ბაზის ობიექტური განსჯა მოხდება - ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალური მიდგომით იქნება მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, “მნიშვნელოვანია თანასწორობა, მათ შორის, სოციალურ პოლიტიკაში“.

„ფაქტია, გამოვლენილია, რომ არის სხვადასხვა შეძლების მქონე ადამიანები, ვინც არიან მოხვედრილი სოციალურ დაუცველთა ბაზაში. ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს მიხედავს. მიყვება დეტალურად, ინდივიდუალურად, შეფასდება მდგომარეობა და ინდივიდუალური მიდგომით იქნება ყველა გადაწყვეტილება მიღებული. თქვენ ნახეთ მაგალითები, როდესაც ადამიანებს ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ, რა თქმა უნდა, ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას. მთლიანად ბაზის ობიექტური განსჯა იქნება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ის, ასევე, უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რეალურად, სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ“.

„ამაზე ჩვენი საზოგადოებაც საუბრობდა. მათ შორის, გიდებს ჰქონდათ ჩვენთან ადრე კომუნიკაცია იმ მხრივ, რომ მოქალაქეობის არმქონე პირების მხრიდან ხდება ბაზარზე მათი ჩანაცვლება, შევიწროება. იგივე ეხება ავტოგადაყვანას და საკურიერო სერვისს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები. რეალურად, სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც გიდების სერვისის მიწოდებაზე, საკურიერო მომსახურეობასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა. დადგენილება 2026 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის