გიორგი ვაშაძე „საბოტაჟის საქმეზე“ - რაც არ უნდა ეძებოთ ამ ფურცლებში, ვერაფერს იპოვით - სხვა შინაარსი არ აქვს გარდა იმისა, დასაჯონ ადამიანები, საფასური გადაგვახდევინონ სამართლიანობისთვის ბრძოლაში

ამ ე.წ. საბოტაჟის საქმეს შინაარსი არ აქვს. რაც არ უნდა ეძებოთ ამ ფურცლებში, ვერაფერს იპოვით, იმიტომ, რომ სხვა შინაარსი არ აქვს გარდა იმისა, დასაჯონ ადამიანები, საფასური გადაგვახდევინონ სამართლიანობისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ საქმეს სამართალთან, სამართლიანობასთან, კანონთან არაფერი საერთო არ აქვს.

„აბსოლუტურად ყველასთვის ცალსახა და ნათელია, რომ ამ საქმეს სამართალთან, სამართლიანობასთან, კანონთან არაფერი საერთო არ აქვს. სინამდვილეში რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ქვეყნის განვითარებისთვის ვიბრძვით, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ვიბრძვით, ამის საფასური დაგვიწესეს. ეს არის მთელი ეს საქმე. უსამართლობაა აბსოლუტურად ყველგან ქვეყანაში. ჩვენ გვინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს. პროფესორ - მასწავლებლებს ახლა უნივერსიტეტებიდან რომ უშვებენ, ისიც ხომ უსამართლოა?! ვიღაცას 6 წელზე დიდ წლოვანების მანქანებს ართმევენ და ისიც უსამართლოა?! ამ უსამართლობების წინააღმდეგ რომ ვიბრძვით, ამიტომ დაგვიწესეს ეს საფასური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიმშვიდით, ერთიანობით, გამძლეობით, შინაგანი რწმენით გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ნორმალურ, ადეკვატურ გარემოში იზრდებოდნენ ჩვენი შვილები და ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი იყოს. ამისთვის რომ ვიბრძვით, ამიტომაა ეს საქმე, სხვა არაფერი. შინაარსი ამ საქმეს არ აქვს. რაც არ უნდა ეძებოთ ამ ფურცლებში, ვერაფერს იპოვით, იმიტომ, რომ შინაარსი არ აქვს. სხვა შინაარსი გარდა იმისა, დასაჯონ ადამიანები, საფასური გადაგვახდევინონ სამართლიანობისთვის ბრძოლაში. მოქალაქეებს ვეუბნები, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ საერთო ენა და ეს სიძულვილი, რომელიც მოდის მათგან, მას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სიმშვიდე, ერთიანობა და საბოლოოდ მივაღწევთ გამარჯვებას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ „ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს“.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ ქვეყანაში ყველას თანაბარი უფლება აქვს და ხელისუფლება მსგავს დამოკიდებულებაზე უნდა დაფიქრდეს.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ახასიათებთ ეს სიძულვილის ენა. რა საუბარია, რა დამოკიდებულებაა?! ნუთუ მართლა ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ თვითონ არიან და ყველა დანარჩენი ნულია?! ეს არის ის, რომ აცდენილია რეალობას. ზუსტად ამის გაგრძელებაა ის, რომ უნივერსიტეტებს აუქმებენ და აერთიანებენ და ჩვენ გვეძახიან ნულს, ანუ ქართველი ხალხი, ყველა ყოფილა ნული მათ გარდა, მე ასე არ მივიჩნევ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლება, მათ შორის კობახიძეს და მე გვაქვს ერთნაირი უფლებები ამ ქვეყანაში. არასდროს სხვა მხარეს ნულს მე არ დავუძახებ. ვფიქრობ, რომ ისინიც უნდა დაფიქრდნენ,“- განაცხადა ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა