რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუმინეთს დიდი ხანია სტრატეგიული პარტნიორობა აქვს საქართველოსთან - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას, სურვილს ევროპული მომავლის მიმართ

რუმინეთს დიდი ხანია სტრატეგიული პარტნიორობა აქვს საქართველოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას, სურვილს ევროპული მომავლის მიმართ, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე „ევროსკოპს“ განუცხადა.

„რუმინეთს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აქვს საქართველოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი მოქალაქეების მისწრაფებას, სურვილს ევროპული მომავლის მიმართ. ამავდროულად, მივიღეთ მკაფიო სიგნალები იმის შესახებ, რასაც ახლა მთავრობაში და ინსტიტუციურ დონეზე ვხედავთ, სადაც დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერები სასამართლო პროცესების, სასამართლო სისტემის მხრიდან ჩარევის წინაშე დგანან, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს განმარტებას საქართველოს მხრიდან, თუ როგორ აუხსნიან ამას ევროკავშირს“,- აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს