დავით მათიკაშვილი - ესტონეთის ელჩი ეწინააღმდეგება რეფორმას, რომლის გზა, მათ შორის, არის ესტონური მოდელი - ის ფსევდო მხარდაჭერას აცხადებს ისეთ მოცემულობაში, სადაც მას აბსოლუტურად არ ესაქმება - ვენის კონვენცია კარგად გადაიკითხონ!

ესტონეთის ელჩი ეწინააღმდეგება რეფორმას, რომლის გზა და მიმართულება, მათ შორის, არის ესტონური მოდელი - ის ფსევდო მხარდაჭერას აცხადებს, ფოტოებს აქვეყნებს ისეთ მოცემულობაში, სადაც მას აბსოლუტურად არ ესაქმება - ვენის კონვენცია კარგად გადაიკითხონ! - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ესტონეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია.

„ესტონეთის ელჩი სომხეთში იმაზე მეტად ზრუნავს საქართველოს განათლების სისტემაზე, ვიდრე ქართველი ხალხი და მილიონ 120 ამომრჩევლით არჩეული ხელისუფლება. არ ვიცი, რატომ უნდა ესტონეთის ელჩს და ზოგადად, ესტონეთს, რომ საქართველო განათლების რეფორმის წარმატებულ ესტონურ მოდელს არ გაყვეს, რომელმაც ესტონეთში გაამართლა - სადაც გამსხვილდა უნივერსიტეტები, სადაც სწავლის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მაღალი, ვიდრე საქართველოშია, რომლის უნივერსიტეტები მსოფლიო რეიტინგებით, 300 საუკეთესო უნივერსიტეტში შედიან, საქართველოს უნივერსიტეტები და ინსტიტუტები კი 1000 უნივერსიტეტს უკან გახლავთ ამ რეიტინგით. ამ მოცემულობაში, რეფორმას, რომლის გზა და მიმართულებაც, მათ შორის, არის ესტონური მოდელი, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ესტონეთის ელჩი და ფსევდო მხარდაჭერას აცხადებს, ფოტოებს აქვეყნებს ისეთ მოცემულობაში, სადაც მას აბსოლუტურად არ ესაქმება. ვენის კონვენცია გადაიკითხონ კარგად და მათთვის საინტერესო პოსტულატებს აღმოაჩენენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი იმ ქვეყანაში, სადაც არიან წარდგენილი,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ელჩის მარგე მარდისალუ-კაჰარმის ფოტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს