ბექა ბასილაია ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეს - ისეთმა მოსამართლემ მაინც განგვსაჯოს, რომელიც მტრად არ აღგვიქვამს და შესაბამისი კვალიფიკაციაც ექნება - მე მაქვს თქვენი აცილების საფუძველი

ვითხოვთ თქვენს აცილებას. წინასწარ იცით, რა გადაწყვეტილება იქნება და ისეთმა მოსამართლემ მაინც განგვსაჯოს, რომელიც მტრად არ აღგვიქვამს და შესაბამისი კვალიფიკაციაც ექნება, - ასე მიმართა ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლე თამარ მახარობლიძეს, მე-5 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ადვოკატებმა მოსამართლე თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. აცილების საფუძვლად სხდომაზე ერთ-ერთმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ წარმოადგინა თამარ მახარობლიძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მიმართებით. ადვოკატ ბექა ბასილაიას შეფასებით კი, აღნიშნული განცხადებები მოსამართლის აცილებისთვის აბსოლუტურად საკმარისია.

„ის, რაც წარმოდგენილია, თქვენი აცილების აბსოლუტური საფუძველია. ერთადერთი დასაბუთება, რომ თქვენ ეს საქმე არ აიცილოთ, იქნება ის, რომ თქვენ თქვათ, ეს სტატიები და განცხადებები „დიფ სთეითმა“ ჩაგიდოთ და რომ ეს არ არის თქვენი განცხადებები. სხვა ახსნა არ არის.

მე მაქვს ასევე კომპეტენციასთან დაკავშირებით თქვენი აცილების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, როგორც ვიცი, დოქტორი ბრძანდებით, არაერთი დასავლური უნივერსიტეტის ფარგლებში სამართლის კურსი გაქვთ გავლილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახე, თქვენ სულ ერთი წლის წინ დანიშნული მოსამართლე ბრძანდებით და ორი საქმიდან ერთში, პროცედურას არ იცავთ და მეორე საქმეზე - პროცესზე განვითარებულ მოვლენებს ვერ აძლევთ შესაბამის კვალიფიკაციას, გადაწყვეტილებაზე კი საერთოდ არ არის საუბარი...

ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის საფუძველს, რომ თქვენ უნდა იყოთ აცილებული. წინასწარ იცით, რა გადაწყვეტილება იქნება და ისეთმა მოსამართლემ მაინც განგვსაჯოს, რომელიც მტრად არ აღგვიქვამს და შესაბამისი კვალიფიკაციაც ექნება. განგვსაჯოს ასეთმა მოსამართლემ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმე არის „პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც მიმართულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე