მოსამართლე თამარ მახარობლიძემ იმ მიზეზით, რომ დარბაზში მყოფი პირები წესრიგს არ იცავდნენ, ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული პროცესი სრულად დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული პროცესი სრულად დახურა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე განმარტებით, დარბაზში მყოფი პირები წესრიგს არ იცავდნენ, ეს კი სხდომის მიმდინარეობას უშლიდა ხელს.

წესრიგისა და სიწყნარის დასამყარებლად მოსამართლემ ჩაქუჩი არაერთხელ გამოიყენა, რასაც ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას უკმაყოფილება მოჰყვა. ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, ჩაქუჩი არ გამოეყენებინა.

„ქალბატონო თამარ, წეღანაც აკაკუნეთ! ნუ დააბრახუნებთ, კარგი?! ერთმანეთს ვცეთ პატივი“, - მიმართა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს.

თავის მხრივ, მისამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატს გაჩუმებისკენ მოუწოდა.

„მოსამართლე როცა ლაპარაკობს, გაჩუმდით! თქვენ მოსამართლეს მითითებებს ნუ აძლევთ, სასამართლოს პატივი ეცით, შენიშვნას გიცხადებთ. სხვა შემთხვევაში გაგაძევებთ სხდომათა დარბაზიდან. მუქარა არ არის, ეს არის გაფრთხილება“, - მიმართა თამარ მახარობლიძემ ბექა ბასილაიას.

ბასილაიამ მოსამართლეს უპასუხა, რომ ის არც მას და არც სასამართლოს შეურაცხყოფას არ აყენებდა.

„ახლა მე გაყენებთ შეურაცხყოფას, თუ თქვენ აყენებთ თქვენს თავს საკუთარი ქცევით? მე არ ვაბრახუნებ, ქალბატონო თამარ. შეურაცხყოფილად იგრძენით თავი ამიტომ?“ - აღნიშნა ბასილაიამ.

ჩაქუჩის ხშირად გამოყენებას გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა გვარამია.

„აბრახუნეთ, მე არ მაქვს პრობლემა“, - მიმართა მან მოსამართლეს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება