ნიკა გვარამია - ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი - დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზე იმყოფება, თან არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი, მარტო მუხლი ვიცით, რა ქმედებებში გამოიხატებოდა არ ვიცით - კიდევ დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნასთან დაკავშირებით. იმედია, ირაციონალური ბრაზი გადაუვლის მოსამართლეს ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელსაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მისივე თქმით, თავის დაცვა შეუძლებელია, ვინაიდან პრაქტიკულად, არაფერში ედება ბრალი.

„ადამიანი, რომელიც ჩვენს სასამართლო პროცესზე მოსამართლეა, საერთოდ 6 წლით ადრე ამბობდა, რომ 12 წლით პატიმრობა მეკუთვნის. დღეს ის ნეიტრალური ვერ იქნება. არც აიცილა და როგორ იქცეოდა სხდომის განმავლობაში, კი ნახეთ. ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში, ამ სასამართლოსთვის ზედმეტი და მოულოდნელი იყო არის ის, თუ რატომ გააძევა ხალხი სხდომიდან. ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზე იმყოფება, თან არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი, მარტო მუხლი ვიცით, რა ქმედებებში გამოიხატებოდა არ ვიცით. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებამ უნდა გაიგოს, კიდევ დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნასთან დაკავშირებით. იმედია ირაციონალური ბრაზი გადაუვლის მოსამართლეს. ჩვენ ჩვენ გზას უნდა მივყვეთ და მივაღწიოთ შედეგს. „ქოცები“ და მათი სასამართლო რას გააკეთებს, გასაგებია.

აგერ ვარ მაგალითად, არ ვიცი რა მოქმედება ჩავიდინე ისეთი, რომელიც პროკურატურის აზრით კანონს ეწინააღმდეგება, როგორ უნდა გავცე პასუხი? ჩემთვის თავის დაცვა შეუძლებელია. პრაქტიკულად, არაფერში მედება ბრალი. ბრალის დადგენილება ნახევარ გვერდიანია და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლია. როდესაც გავიგებ რა ქმედება ჩავიდინე, ისეთი რაც პროკურატურის აზრით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ შემეძლება პასუხის გაცემა.

საქართველოზე სანქციების დაწესებაზე არ უმუშავია არცერთ ქართველ პოლიტიკოსს. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება თუ უდრის საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, ვინც ამას ამბობს აღიარებაა, რომ ივანიშვილი მმართავს ამ ქვეყანას, რაც ანტიკონსტიტუციურია“ , - აღნიშნავს გვარამია.

კითხვაზე, ივანიშვილის სანქცირების გამო ისჯებიან, თუ არა, გვარამია პასუხობს: „ასე გამოდის, ცხადია. ამისთვისაც არ დაგვიჭერდნენ და არ დავეძებ, შეიძლება ასეც მოხდეს“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა