ბათუმში ერთი პირი დაჭრეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი დაჭრეს.
არსებული ცნობებით, შემთხვევა გვიან ღამით აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

























