ნიდერლანდების ახალმა მთავრობამ 38 წლის რობ იეტენის ხელმძღვანელობით ფიცი დადო

ნიდერლანდების ახალმა მთავრობამ ფიცი დადო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიდერლანდების ახალმა უმცირესობის მთავრობამ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული ცენტრისტული პარტია „დემოკრატები 66“-ის, მემარჯვენე პარტია „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD) და კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატებისგან“ შედგება ქვეყნის მეფის, ვილემ-ალექსანდერის წინაშე ფიცი დადო.

მთავრობას 38 წლის რობ იეტენი უხელმძღვანელებს, რომელიც ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.

ნიდერლანდების ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ტომ ბერენდსენი გახდა, ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობა პარტია „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ ლიდერმა, დილან იეშილგოზმა დაიკავა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა