მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ, ვოლკერ ტურკს შეხვდა.

შეხვედრა 23 თებერვალს გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას შეეხო.

„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების საკითხზე. ასევე, ხაზი გაუსვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და სხვა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე კვლავ წარადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი, ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის