პროკურორი ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის მეუღლეზე - თუ თვლის, რომ სასამართლომდე პოლიციის მიცილება სჭირდება, ამას უზრუნველვყოფთ, თუმცა განვმარტავთ, რომ არც ერთ მოწმეს, ვინც ამ პროცესზე დაიკითხა, მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნია

მზაობას გამოვხატავთ, თუ [გიორგი ჯოხაძის მეუღლე] თვლის, რომ სასამართლომდე პოლიციის მიცილება სჭირდება და შემდეგ გაცილება, რა თქმა უნდა, ამას უზრუნველვყოფთ,- ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოში დაკითხული, თუ დასაკითხი ყველა პირის უსაფრთხოება დაცულია. აღნიშნულით პროკურორმა ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის ადვოკატის პოზიციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მოწმედ დასაკითხმა პირმა სასამართლოში გამოცხადებაზე საფრთხის შიშით თქვა უარი.

„გამოძახებული გვყავდა მოწმედ ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის მეუღლე, ადვოკატმა გააჟღერა ამგვარი პოზიცია, რომ ის ვერ მოვიდა, რადგან თავს უსაფრთხოდ არ თვლის. აქვე განმარტავს ბრალდების მხარე, რომ არც ერთ მოწმეს, ვინც ამ პროცესზე დაიკითხა, მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნია და არც მსგავსი პოზიცია დაუფიქსირებია, არც სამართალდამცავ ორგანოში შემოსულა მსგავსი შეტყობინება. შესაბამისად, მზაობას გამოვხატავთ, თუ ის თვლის, რომ პოლიციის მოცილება სჭირდება სასამართლომდე და შემდეგ გაცილება, რა თქმა უნდა, ამას ბრალდების მხარე უზრუნველყოფს. თუმცა, ვიმეორებ, ამ პროცესზე დაკითხულ ან დასაკითხ არც ერთ მოწმეს მსგავსი არ დაუფიქსირებია, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის