დიმიტრი პესკოვი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები ბოლომდე მიღწეული არ არის, ამიტომ ის გრძელდება

სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები ბოლომდე მიღწეული არ არის, ამიტომ ის გრძელდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დიახ, მიზნები ბოლომდე მიღწეული არ არის, ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რომლებიც სიკვდილის საფრთხის წინაშე იმყოფებოდნენ.

„მთავარი მიზანია იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც მართლაც სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს და განმარტა, რომ საუბარია აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებზე.

მისი მტკიცებით, კიევის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარი ქვეყნის აღმოსავლეთით ადამიანებს ფიზიკურად ანადგურებდა და ხოცავდა.

„ოთხი წლის წინ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო კიევის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარი ქვეყნის აღმოსავლეთით ადამიანების ფიზიკურ განადგურებასა და მკვლელობას ახორციელებდა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი, თავის მიზნებს, ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს.

„რუსეთის ინტერესები, ნებისმიერ შემთხვევაში, დაცული იქნება“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ მოსკოვი მზადაა, თავისი ამოცანები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით შეასრულოს, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ახლა ყველაფერი უკრაინის ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება