კახა კალაძე - ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ის, რაც აღნიშნულ ქვეყანაში ხდება, სამწუხარო რეალობაა.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ის ტკივილი, რომელიც ქართველ ხალხს 2008 წლის ომმა მოუტანა.

„ომი ზოგადად ძალიან დიდი უბედურებაა. უკრაინაში რაც ხდება, სამწუხარო რეალობაა - უამრავი გარდაცვლილი ადამიანია, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე მებრძოლი ჯარისკაცები; განადგურებულია ქალაქები, სოფლები, გაუბედურებულია ინფრასტრუქტურა. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ომი. არაერთხელ გამოგვიცდია ომის სიმწარე და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ტკივილები და ჭრილობები, რომლებიც 2008 წლის ომმა დაგვიტოვა. შესაბამისად, ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს