პირს, რომელმაც კასპში, დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს დაემუქრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს დაზიანება მიაყენა, ხოლო ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში და დაემუქრა მათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა