კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ინფორმაციით, უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ინფორმაციით, უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია.

მათივე ცნობით, უახლესი მონაცემებით, უნივერსიტეტი QS World University Rankings: Europe 2026-ში შევიდა.

„CIU-მ რეიტინგში ახალი მონაწილის (new entrant) სტატუსი მიიღო. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი ამ ჯგუფს პირველივე განაცხადით შეუერთდა - ეს განსაკუთრებული მიღწევაა, რადგან ინსტიტუციების უმეტესობას რეიტინგში მოსახვედრად რამდენიმე მოსამზადებელი ციკლი სჭირდება. წელს საქართველოდან ამ პრესტიჟულ სიაში სულ 9 უნივერსიტეტი მოხვდა.

QS (Quacquarelli Symonds) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სარეიტინგო სისტემად ითვლება. CIU-ს საქმიანობა ხუთი ფუნდამენტური კრიტერიუმით შეფასდა:

Research and Discovery (კვლევა და აღმოჩენები):

ზომავს უნივერსიტეტის სამეცნიერო პროდუქტიულობასა და აკადემიურ რეპუტაციას. CIU-ს მოხვედრა ამ კატეგორიაში ადასტურებს მის წვლილს ცოდნის გენერირებასა და საერთაშორისო კვლევით ქსელებში.

Employability and Outcomes (დასაქმება და შედეგები):

ეს კრიტერიუმი აფასებს, თუ რამდენად მოთხოვნადია კურსდამთავრებული შრომის ბაზარზე. ნაჩვენები შედეგებით აღიარებულია CIU-ს კურსდამთავრებულთა მაღალი კონკურენტუნარიანობა.

Learning Experience (სწავლის გამოცდილება):

აქცენტი კეთდება სწავლების ხარისხზე. უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძლიერი მხარე - სტუდენტებისა და პროფესორების ოპტიმალური თანაფარდობა - სწორედ ამ კატეგორიაში აისახა, რაც ინდივიდუალურ აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

Global Engagement (გლობალური ჩართულობა):

აფასებს ინტერნაციონალიზაციის დონეს. CIU-ს მზარდი საერთაშორისო პროფილი, უცხოელი სტუდენტების სიმრავლე და პარტნიორობა უცხოურ უნივერსიტეტებთან ამ მიმართულების წარმატების გარანტიაა.

Sustainability (მდგრადობა):

თანამედროვე სტანდარტი, რომელიც ზომავს უნივერსიტეტის სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენას. CIU ორიენტირებულია მდგრად განვითარებასა და პასუხისმგებლობიანი მომავალი ლიდერების აღზრდაზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აკადემიური ხარისხის, კვლევითი პოტენციალისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, გლობალური სტანდარტების შესაბამისად“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება