მიხეილ სააკაშვილი - გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ ადებენ სანქციებს?

გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ ადებენ სანქციებს?, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომელიც მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

სააკაშვილი ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „POSTV“-ის სანქცირებას.

„ძალიან მაგარი ამბავია ღიად რუსული "იმედის" და "პოსTV"-ის დასანქცირება, თუმცა ჩემთვის გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ ადებენ სანქციებს?“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა