ნანკა კალატოზიშვილი - ანდროს ბანერი უნდა ყოფილიყო რეპრესირებულ თეატრზე, რაც ყველა გამვლელს შეახსენებდა, რომ მისი მსახიობი გაიტაცეს - თეატრს წლების მანძილზე ბიუჯეტი არ გაუზარდეს ზუსტად იმიტომ, რომ არ დაიჩოქა

ბანერის მოპარვა ბოლო წვეთი იყო, აქამდე თავს ვიკავებდით თეატრიდან წამოსვლისგან იმიტომ, რომ ვიცავდით ბანერს - ანდროს ბანერი უნდა ყოფილიყო რეპრესირებულ თეატრზე, რაც ყველა გამვლელს შეახსენებდა, რომ ამ თეატრის მსახიობი გაიტაცეს და არის უსამართლო პატიმრობაში, - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა, რომ თავისი პროტესტით სახელმწიფოს ემსახურება, რადგან „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა.

„ბანერი მოგვპარეს, პირადი ნივთი მოგვპარეს. ავკეცავთ, გადავიღებთ და დავაბრუნებთო, ეს იყო დიდი ტყუილი. იცოდნენ, რომ 5 საათზე იყო დასის შეხვედრა და რამდენიმე საათით ადრე მოვიდნენ. [ანდრო ჭიჭინაძის] ბანერის მოპარვა ბოლო წვეთი იყო, აქამდე თავს ვიკავებდით იმიტომ, რომ ვიცავდით ბანერს. ბანერი უნდა ყოფილიყო რეპრესირებულ თეატრზე, რაც ყველა გამვლელს შეახსენებდა, რომ ამ თეატრის მსახიობი გაიტაცეს და არის უსამართლო პატიმრობაში. ეს არის ის წერტილი, როცა აღარ ვიცი, რისთვის უნდა დავრჩე ამ თეატრში. პირველი, რისთვისაც ვაპირებდი წამოსვლას, ეს იყო დავით დოიაშვილის წასვლა თეატრიდან. მე ვერ დავდგები ამ სცენაზე, სხვა რეჟისორთან ვერ ვითანამშრომლებ. მთელი წელი დადიოდა და აკეთებდა ამ თეატრს. ეს თეატრი რომ ასეთია, რეალურად დოის დამსახურებაა. მისი დამსახურებაა, რომ ასეთი დასი შეკრა. ხოლო მეორე იყო ანდროს ბანერის მოხსნა.

ძალიან სასაცილოა, რა ხელფასებიც აქვს ამ თეატრს. წლების მანძილზე ბიუჯეტი არ გაუზარდეს ზუსტად იმიტომ, რომ არ დაიჩოქა. იძახიან, რომ „სახელმწიფო თეატრში მუშაობ“. ხელფასი არ არის ქრთამი და საშანტაჟო მასალა, რის გამოც მე უნდა გავჩუმდე. სახელმწიფოს ვემსახურები და ამიტომ ვაპროტესტებ. სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა კონკრეტული პარტია, რომელმაც ტერორისტული აქტი ჩაიდინა და არღვევს კონსტიტუციას. მე მგონია, რომ ჩემი თეატრი სახელმწიფოს ემსახურებოდა“, - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის