მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - ღიმილისმომგვრელია - არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს, თუმცა რეაგირება აუცილებელია

ღიმილისმომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა", ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა" და POSTV-ის დასანქცირების შესახებ.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება.

„ის რომ აზიანებდა „იმედი" და „პოსტვ" უკრაინაში განწყობებს და ამის მიხედვით იქმნებოდა ქაოსი, არ ვიცი ეს რას შევადარო, თუმცა ერთია, რომ ამას ჩვენ ღიმილით ვხვდებით, მაგრამ მეორე, ჩვენ ხომ ვიცით რატომ აკეთებენ ამას, ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რადგან ეს ტელევიზიები საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა ჩვენს საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის თუ რატომ ხდება „იმედისა" და POSTV-ის დასანქცირება, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, მაგრამ აუცილებელია ამაზე პასუხის გაცემა.

„„იმედის" პასუხი მე მგონი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, მთავარი არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები და მათი შეფასებები. ყველა ვხედავთ როგორ მუშაობს დღეს ჩვენთან მედიასივრცე და „იმედი" არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, „პოსტვიც" იკრებს თავის რეიტინგებს და სხვა ტელევიზიებიც. რომ ასანქცირებ, სხვა ქვეყნის მთავრობა საქართველოში მოქმედ მედია კომპანიებს, ეს არის ის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ და მე მგონი იმდენად არის ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება, რომ არ უკვირს, თუმცა რეაგირება აუცილებელია, პასუხის გაცემა აუცილებელია. ჩვენ ვიცით რატომ კეთდება ეს, მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის. „ბიბისის" ფილმსაც იგივე დანიშნულება ჰქონდა, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ეს პროცესი მიმდინარეობს. არ უნდა გაგვიკვირდეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის