ირაკლი კობახიძე - ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ ყულევში სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა

თქვენ იმედი გქონდათ, რომ გუშინ დასანქცირდებოდა ყულევი, გუშინ იქ ყულევი არ დასანქცირდა. აქაც იმედები გაგიცრუვდათ. ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ელჩის კომენტარს, სადაც მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არის პასუხისმგებელი სასანქციო რეჟიმის დაცვაზე.

„თქვენ გქონდათ იმედი, ერთადერთი იმედი გაქვთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დაზარალდება. ყულევი უნდა დასანქცირდეს, ტელეკომპანიები უნდა დასანქცირდეს, სამეწარმეო სუბიექტები უნდა დასანქცირდეს. ამას აკეთებდით 2012 წლამდე. თქვენ იმედი გქონდათ, რომ გუშინ დასანქცირდებოდა ყულევი, გუშინ იქ ყულევი არ დასანქცირდა. აქაც იმედები გაგიცრუვდათ. ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. საბოლოდ პროექტის რევიზიამდეც კი არ მივიდა საქმე. პროექტისთვის აღარ გადაუხედავთ. იმთავითვე პროექტი იყო განწირული ჩავარდნისთვის. მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა. რა თქმა უნდა, არ არის ამოწურული რისკი, რა ინფორმაციასაც მოგვთხოვენ, ყველა ინფორმაციას გავუგზავნით.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასანქციო რეჟიმის დაცვაზე, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი იმედიც არ უნდა გქონდეთ, რომ ამ ქვეყანას რაღაც დაუშავდება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არავის არაფერი დაუშავდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა განმარტა, დასანქცირების საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტიც. პეტერ ფიშერის განმარტებით, გუშინ ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტი უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ მიიღეს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს