დევიდ მაკალისტერი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა 4 ან 5 მაისს გაიმართება

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა 4 ან 5 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს კომიტეტში ხმის მიცემას 4 ან 5 მაისს შევძლებთ, სანამ ივნისში ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე დებატები და კენჭისყრა გვექნება“, - განაცხადა მაკალისტერმა.

ასევე, მაკალისტერის ცნობით, პოლიტიკური ჯგუფები ანგარიშის პროექტში შესწორებების წარმოდგენას 18 მარტამდე შეძლებენ.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა.

პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“.

ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“.

„ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით კომისიის 2025 წლის ანგარიშს ითვალისწინებს. ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ თავის სისტემატურ კამპანიას აგრძელებს, მანიპულაციური ნარატივებით, დეზინფორმაციითა და შეთქმულების თეორიებით“, - ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობით ირღვევა, კერძოდ "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით“.

„პოლიტიკური ოპონენტები დაკავებული არიან ან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის წინაშე იმყოფებიან. ასობით სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი გახდა, ათობით აქტივისტი კი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, „ანგარიში მხარს უჭერს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და მთავარი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ასევე, მიესალმება ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურებას და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს