ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული ქორწინების სახლის დემონტაჟი დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიღებულია ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად და მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც წლების განმავლობაში ბათუმელების მხრიდან აქტიურად გამოიხატებოდა.

როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ქორწინების სახლი თავისი მოცულობითა და განლაგებით ზღუდავდა ბულვარის მთავარი შესასვლელის სივრცით აღქმას, ასევე, ამორტიზებული შენობა-ნაგებობა არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს, რის საფუძველზეც იგი შეტანილ იქნა განაშენიანების გეგმით განსაზღვრულ სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაში.

მათივე განცხადებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლი შეიმუშავებს ახალ კონცეფციას და ქორწინების სახლი ახალ ბულვარში ალტერნატიულ ლოკაციაზე აშენდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს