გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 თებერვალს 11:00-დან 11:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, ლელუბანი, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - შერმადინის, ხატაეთის, ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნატახტარი, წეროვანი და მისაქციელი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს