საია - ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო ვიტალი გუგუჩია, რომელსაც პროკურატურა "პოს ტვ“-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებოდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ უდანაშაულოდ სცნო ვიტალი გუგუჩია, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა (სსკ-ის 154-ე მუხლია 1-ლი ნაწილი) და ძალადობას (სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ედავებოდა. შესაბამის განცხადებას საია ავრცელებს.

ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.

„საია წინასასამართლო სხდომის ეტაპიდან ყურადღებით აკვირდებოდა აღნიშნულ საქმეს, ვინაიდან არსებობდა სისხლის სამართლის მექანიზმების ინსტრუმენტალიზების ცხადი ნიშნები.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - პოსტვ საქართველოს 52% წილის მფლობელი იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე. აღნიშნულს წინ უძღოდა ვიტალი გუგუჩიას მხრიდან მასთან მაღაზიაში მისული ვიქტორ ჯაფარიძის კრიტიკა „რუსული კანონის“ მხარდაჭერის გამო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა