პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია-მსვლელობა, რომელიც ვერის პარკთან დაიწყო, მარშით პარლამენტთან მივიდა და შეუერთდა პროტესტს, რომელიც უკვე წელზე მეტია იმართება.

მარშის მონაწილეებმა ტიტებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. საკანონმდებლო ორგანოსთან მათ ასევე გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი.

საპროტესტო აქციაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნისთვის შეურაცხყოფაა, როცა მისი პოლიცია სხვა მხარეს დგას და „ვინც დღეს აქ არ დგას, ის არ არის საქართველოს მხარეს”.

“ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობენ [ ქართული ოცნების წარმომადგენლები], მნიშვნელოვანია ქმედებები. ჩემთვის ეს დღე იმ გმირების დაფასების დღეა, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის. ვინც დღეს აქ არ დგას და არ იზიარებს ამ სულისკვეთებას, ის არ არის საქართველოს მხარეს. ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც მისი პოლიცია დგას სხვა მხარეს”, - აცხადებს ზურაბიშვილი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქცია-მსვლელობის მთავარი მიზანია, 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების გახსენება და იმ გმირებისადმი პატივის მიგება, რომლებმაც დედაქალაქი ბოლო ტყვიამდე დაიცვეს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს