ლევან სამუშია - საუბარი და კონსულტაცია თემატურ საკითხებთან დაკავშირებით არასდროს გვიჭირდა, მაგრამ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანი ოპოზიციურ ფლანგზე

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და ვაგრძელებთ დამოუკიდებლად სვლას, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან სამუშიას თქმით, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანი ოპოზიციურ ფლანგზე.

„საუბარი და კონსულტაცია რაღაც თემატურ საკითხებთან დაკავშირებით არასდროს გვიჭირდა და არ გვიჭირს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოცდილება რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და გადაწყვეტილებაში მყარი ვართ. ჩვენ შეგვიძლია საუბარი და საუბრის პრობლემა არავისთან გვაქვს.

საკუთარი ინტერესების გადადებაზე რომ არის საუბარი, მოდით, მარტივს გეტყვით, გაგახსენებთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, როდესაც თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტური იყო, რა გგონიათ, რომ მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას მოადგილეობას ესწრაფოდა და იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი და შევიდა კოალიციაში? არა, პირველ რიგში მამუკა ხაზარაძემ და მეორე რიგში „ლელომ“ აჩვენა მზაობა, რომ საკუთარი ინტერესები შეუძლია გადადოს უკან საერთო ინტერესებისთვის. ჩვენ ეს არასდროს არ გვეშლებოდა.

ჩვენ არასდროს არ ვმოქმედებდით პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ახლა რასაც ვაკეთებთ და რასაც ვსაუბრობთ, ესეც არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანი ოპოზიციურ ფლანგზე, ოპოზიციურ სპექტრში, უნდა დავუტოვოთ არჩევანი“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს