„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სამსახურები 31 მარტიდან მაუწყებლობას წყვეტენ

რადიო „თავისუფალი ევროპის“/„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სამსახურები მაუწყებლობას 2026 წლის 31 მარტს შეწყვეტენ.

რადიო „თავისუფალი ევროპის“/„რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, სტივ კაპუსის განცხადებით, გადაწყვეტილება საბიუჯეტო პრობლემებით არის განპირობებული.

„ეს გადაწყვეტილება მსუბუქად მიღებული არ არის და პირველ რიგში, მიმდინარე საბიუჯეტო გამოწვევებითაა განპირობებული. ვამაყობთ იმ ურყევი და დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წლიდან, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ახორციელებდნენ და მადლიერები ვართ ამ გუნდების იმ ერთგულების გამო, რასაც ისინი აუდიტორიისა და „რადიო თავისუფლებისადმი“ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იჩენდნენ“,- აცხადებს სტივ კაპუსი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა