ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

ნიუ-იორკში, Citigroup-ის სათავო ოფისში, თიბისიმ სტრატეგიის დღე 2026 გამართა, რომელსაც 100-ზე მეტი ინვესტორი და პარტნიორი ესწრებოდა, სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, თიბისის აღმასრულებელმა მენეჯმენტმა, მიღწეული შედეგები, ამბიციური მიზნები და მომდევნო 5 წლის სტრატეგიული ხედვა წარუდგინა, როგორც საქართველოს, ისე - უზბეკეთის ბაზრებზე.

2030 წლისთვის, თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზნები სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება - მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი, მარტივი და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების გზით. მომდევნო რამდენიმე წელში, თიბისი საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე ზრდის ტემპის დაჩქარებას, ბაზრის ლიდერის როლის კიდევ უფრო განმტკიცებას და ფინანსური და ბიზნესმაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს.

თიბისის სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის:

  • გახდეს მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია, მნიშვნელოვნად გაუმარტივოს მათ ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდება;
  • ინოვაციური გადაწყვეტების და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოს ბაზარზე ზრდისა და განვითარების ტემპის დაჩქარება;
  • ფინანსური სერვისების მიწოდების ბაზარზე, დომინანტური პოზიციების გაძლიერება ყველა მიმართულებით, მათ შორის - ფიზიკური პირების და ბიზნესების მომსახურების მიმართულებით.

„ვამაყობ იმ შედეგებით, რასაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია გავხდებით, მათთვის ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებით და ამით, კიდევ უფრო მეტად გავუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, რაც თიბისის მისიაა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს