ლაშა ფარულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს და სანქციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, პარტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს და სანქციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს. აღნიშნული განცხადებით ლაშა ფარულავა გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებას „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე.

ლაშა ფარულავას თქმით, „როგორც ჩანს, ნათია თურნავა არ აპირებს დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულებას და აცხადებს, რომ შესაბამისმა უწყებებმა ჯერ მურუსიძის სასამართლოს უნდა მიმართონ“. ფარულავას შეფასებით, მსგავსი პოზიცია საფრთხეს უქმნის საქართველოს ფინანსურ სისტემას, ქმნის სერიოზულ რისკებს და აზიანებს საბანკო სექტორის სტაბილურობას.

„ნათია თურნავა 38 000 ლარის ანაზღაურებას არ იღებს სანქცირებული პირების დასაცავად. მისი მოვალეობა არის ხალხის ინტერესების დაცვა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ გადადგეს.

ადრე ხელისუფლებამ დაიცვა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, ხოლო ახლა იცავს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც, რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივებს ავრცელებენ”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამასთან, ლაშა ფარულავას განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს სანქციების აღსრულების პროცესის მონიტორინგს. მისივე თქმით, საჯაროდ დაასახელებენ ყველა იმ პირსა და კომპანიას, ვინც ფინანსურ ან სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს სანქცირებულ ტელევიზიებს, და ამ ინფორმაციას მიაწვდიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. აღნიშნულ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება "კოლიზია" სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“,

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე