მარია ზახაროვა - კუბის ტერიტორიულ წყლებში ამერიკულ ნავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი აშშ-ის მხრიდან აგრესიულ პროვოკაციას წარმოადგენს

კუბის ტერიტორიულ წყლებში ამერიკულ ნავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი აშშ-ის მხრიდან აგრესიულ პროვოკაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აგრესიული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის ესკალაციას და კონფლიქტის აფეთქებას“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, კუბის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული სწრაფმავალი ნავი მის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, რის შემდეგაც სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ნავზე მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი ნავზე მყოფმა პირებმა გახსნეს. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ფლორიდის შტატში რეგისტრირებულ ნავზე კუბელები იმყოფებოდნენ, რომლებზეც კუბაში თავდასხმების დაგეგმვის გამო ადრე ძებნაც კი იყო გამოცხადებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომხდარი აშშ-ის ოპერაცია არ ყოფილა და აღნიშნა, რომ აშშ კუბის მთავრობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არ დაეყრდნობა და ვაშინგტონი ფაქტებს დამოუკიდებლად გადაამოწმებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს