საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიპლომატს შორის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. დიპლომატს მედიასთან კომენტარი არც უწყებაში შესვლის წინ გაუკეთებია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ „რუსთავი 2“ - ის ეთერში განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების „იმედის“ და POST TV-ის დასანქცირების საფუძველი.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა